დამწყებ პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვებინარზე იწვევს. „როგორ შევქმნათ შეფასების რუბრიკა“ - ამ თემატიკაზე ვებინარი 6 დეკემბერს, 16:00 საათზე ჩატარდება.
ვებინარს გამართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების ექსპერტი, მარიანა ხუნძაყიშვილი. ხანგრძლივობა 1 საათი იქნება.
ვებინარში მონაწილეობის მისაღებად, საკმარისია გქონდეთ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი და ყურსასმენები. ვებინარის მიმდინარეობისას თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გამოგზავნოთ კითხვები და/ან ჩაერთოთ დისკუსიაში.
დაინტერესებული პირები, 6 დეკემბერს, ვებინარის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე გადახვიდეთ ვებინარის
ბმულზე იხილეთ
ვებინარში ჩართვის ინსტრუქციაცნობისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგების პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით ატარებს. ვებინარების თემატიკა დაკავშირებულია, როგორც საგნობრივ, ასევე ზოგადპროფესიულ საკითხებთან.