„წიგნიერებაში გვაქვს სერიოზული პრობლემა“ - რაში ხედავს გამოსავალს სოფიო გორგოძე?
05-12-2019

PISA 2018 წლის მონაცემებით, მოზარდებში წიგნიერების დონე გაუარესებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 15 წლის მოსწავლეებს ტექსტის გააზრება, არგუმენტირებული მსჯელობა და კრიტიკული აზროვნება უჭირთ.

„რეალურად, ამ კვლევამ აჩვენა, რომ წიგნიერებაში გვაქვს სერიოზული პრობლემა და განსაკუთრებით ბიჭებში არის ეს პრობლემა. 

ვფიქრობ, რომ გარკვეული ქმედებები, რომელიც დაიგეგმა, თუნდაც ის, რომ მეტი ახალგაზრდა მასწავლებელი შევა სკოლაში, ის, რომ ახალი სკოლის მოდელში გააზრებულ კითხვაზე, კრიტიკულ მსჯელობაზე არის ორიენტირება, ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯები არის ძალიან სწორი, იმიტომ რომ აქამდე გააზრებულ კითხვასა და კრიტიკულ მსჯელობას არ ვასწავლიდით ბავშვებს.

ამ კვლევის მიხედვით, 2009 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის საშუალო მონაცემებზე დაბლა ვიყავით და ახლაც ასეა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ცუდი შედეგები არ გვაქვს დაწყებით კლასებში. როგორც ჩანს, ამ ასაკის მოსწავლეებში კითხვას მეტი ყურადღება ექცევა“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ. 

2018 წლის კვლევის მიხედვით გაუარესებული მდგომარეობაა განვითარებულ ქვეყნებშიც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203