გუთურის სკოლამ ''საზოგადოებრივი პროკურატურის'' კონკურსში გურიის რეგიონის სკოლებს შორის პირველი ადგილი აიღო
07-06-2017
პროექტ ''საზოგადოებრივი პროკურატურის'' კამპანიის - ''მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ'' ფარგლებში, გურიის რეგიონის სკოლებს შორის ვიდეორგოლების კონკურსი ჩატარდა.

მოსწავლეების საკონკურსო ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა და საუკეთესო გამოავლინა. პირველი ადგილი გუთურის სკოლის ვიდეორგოლმა აიღო. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

''ძალიან სასიახრულოა, რომ ასეთ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ოჯახში ძალადობა ძალიან ხშირია და დიდ პრობლემას წარმოადგენს, ჩვენს ვიდეოში სწორედ ეს რეალობა ავსახეთ. ვფიქრობთ, ღირსეულად შეგვაფასეს, მადლობა ჟიურის'' - აღნიშნეს გამარჯვებული ვიდეორგოლის ავტორებმა.

''საზოგადოებრივი პროკურატურის'' კამპანია მიზნად ისახავდა ოჯახში ძალადობის პრევენციას და პრობლემის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203