ჩხარის N1 სკოლის პროექტი ქართული მუსიკალური საკრავების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად
07-06-2017
ჩხარის N1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების მიერ მომზადდა პროექტი - ''ქართული ხალური საკრავები'', რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ეთერ ივანაშვილი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეები 3 თვის განმავლობაში აგროვებდნენ ინფორმაციას ქართული ხალური საკრავებზე, ჩაატარეს გამოკითხვა სკოლის მოსწავლეებში, თუ რომელი მუსიკალური ინსტრუმენტი იყო საქართველოში პოპულარული, გამოუშვეს ბროშურა და კედლის გაზეთი, პერიოდულად სტუმრობდნენ ქართული ხალური საკრავების ოსტატს და აკვირდებოდნენ საკრავების დამზადების პროცესს. პროექტი მოსწავლეებისათვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ პრეზენტაციაზე წარმოადგინეს არა მხოლოდ მოძიებული ინფორმაცია და მუსიკალური ნომრები, არამედ მათ მიერ დამზადებული მუსიკალური საკრავები.

პროექტი ქართული მუსიკალური საკრავებისა და კულტურის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

''ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურითა და საკრავებით, რომლის მოვლა-პატრონობა, გაფრთხილება და გაცნობა მომავალი თაობისათვის აუცილებელია. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეს პროექტი,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203