ლამოვანის სკოლის მოსწავლეები სტუმრად სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში -''ექსპერიმენტორიუმში''
08-06-2017
ლამოვანის სკოლის მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ ყველაზე ინტერაქტიურ, სახალისო და მეცნიერულ მუზეუმს ''ექსპერიმენტორიუმს'' ესტუმრნენ. 

მუზეუმის თანამშრომლებმა მოსწავლეებს მარტივად და მიმზიდველად მიაწოდეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ძირითადი კანონების ცხოვრებასთან დამაკავშირებელი მაგალითები. მოსწავლეები განსხვავებულ და საოცარ გარემოში აღმოჩნდნენ, ძალიან ახლოს მეცნიერებათა სამყაროში, მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო შოუებში...

''პირველად ვიყავით ასეთ მუზეუმში. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მეცნიერება ასეთი სახალისო არასდროს ყოფილა, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყო სამეცნიერო შოუები. დაუვიწყარი დღე იყო,'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203