იანეულის სკოლაში ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა
08-06-2017
იანეულის სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება მოეწყო.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა, მოსწავლეთა ინფორმირება საკუთარი უფლებების შესახებ. ჩვენების ორგანიზატორთა თქმით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.

''მოსწავლეებმა ვიდეორგოლის საშუალებით კიდევ ერთხელ მიიღეს ინფორმაცია, რომ ადამიანის ჩაგვრა მათი რასის, რელიგიის, თუ სოციალური მდგომარეობის გამო დაუშვებელია, აუცილებლია, რომ ტოლერანტულები ვიყოთ,'' - აღნიშნეს მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203