კიროვაკანის სკოლის მოსწავლეს ესსების კონკურსში საუკეთესო ნამუშევრის წარდგენისთვის პლანშეტი და დიპლომი გადასცეს
08-06-2017
კიროვაკანის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ესსეების კონკურსში ''ქართული ენა - გზა ჩემი წარმატებისაკენ''. 

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაამუშავეს და საკონკურსო კომისიას გადაუგზავნეს თემები, სადაც გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები, თუ რატომ სჭირდებათ წარმატებული მომავლისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა. 

კონკურსში წარმატება მოიპოვა მე-9 კლასის მოსწავლე ვანიკ სტეპანიანმა. მისი თემა საუკეთესო ნამუშევართა ოთხეულში მოხვდა.

გამარჯვებულ მოსწავლეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საჩუქრად პლანშეტი და დიპლომი გადასცა.

დაჯილდოება მცხეთაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი პ. აკოპიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი ა. მელქონიანი. ისინი გამარჯვებულ მოსწავლეს გულშემატკივრობდნენ, რისთვის ვანიკ სტეპანიანმა მათ მადლობა გადაუხდა.

კონკურსი, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203