თუ ბავშვს სკოლაში ჩაგრავენ და ამის შესახებ გიამბოთ ყურადღებით მოსმენა არის პირველი ნაბიჯი, მათი თანაგრძნობისთვის. თუმცა ასეთი სტრესული სიტუაციის დროს მხოლოდ მოსმენა არ კმარა, მათ უფროსებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.
არსებობს ფრაზები, რომლებიც ბავშვს ფსიქოლოგიურ დისკომფორტთან გამკლავებაში დაეხმარება. გთავაზობთ, საჭირო წინადადებსა და განმარტებებს, თუ რა სამსახურს გაუწევს სიფრთხილით შერჩეული სიტყვები პატარებს ასეთ დროს:
მადლობა რომ მომიყევი, მე დაგეხმარები, ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ ამ საქმეს
პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ ბავშვი დავამშვიდოთ და მისი დაცულობის და ემოციური კომფორტის შეგრძნება ვუზრუნველყოთ. აგრძნობინეთ მას, რომ მის გულახდილობას აფასებთ. ბევრი ბავშვისთვის ასეთი პრობლემის ზრდასრულისთვის გაზიარება - ძალიან რთულია. სიტუაციის გამწვავების, მშობლებისთვის იმედის გაცრუების და განაწყენების შიში, სირცხვილი - ყველაფერი ეს ხშირად ბავშვს გულახდილობაში უშლის ხელს.
მნიშვნელოვანია აჩვენოთ, რომ თქვენ მისი გაიგეთ. რომ ის თავის პრობლემასთან მარტო აღარ არის, რომ თქვენ იცით და აუცილებლად დაეხმარებით.
ასეთ, ერთი შეხედვით, მარტივ სიტყვებს ხშირად, უფრო დადებითი ეფექტი აქვთ, ვიდრე გავრცელებულ - „არ მიაქციო ყურადღება“, „თავი აარიდე“, „ხურდა დაუბრუნე“.
ასეთი ფრაზებს ბავშვი აღიქვამს როგორც რჩევას მოაგვაროს ყველაფერი თავად, არ მოაცდინოს მშობლები სისულელებით და არ ელოდოს რომ მას ვინმე დაეხმარება. რა თქმა უნდა, საღად უნდა შეფასდეს კატასტროფის მასშტაბები. როდესაც საუბარია 16 წლის მოზარდზე, რომელმაც თანაკლასელთან იჩხუბა, აქ უკვე საჭიროა სხვა სტრატეგია, რომელიც მას საშუალებას მისცემს კონფლიქტს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს.
მაგრამ დაბალ კლასებში ბავშვებისთვის აუცილებელია მშობლების მხარდაჭერა. მაგრამ სწორედ მხარდაჭერა და არა გადამეტებული ზედამხედველობა და ყველა პოტენციური სირთულისგან იზოლირება.
ჩემს შვილს ჩაგრავენ, თქვენ როგორ მოიქცევით, რომ ეს შეწყდეს
შვილთან ერთად სამოქმედო გეგმის შედგენის შემდეგ გაესაუბრეთ მასწავლებელს ან კლასის ხელმძღვანელს. შეეცადეთ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ობიექტურობა, წარუდგინეთ ყველა არსებული ფაქტი და ვარაუდი. არ სთხოვოთ სიტუაციაზე რაიმენაირად გავლენის მოხდენა, არამედ დაინტერესდით, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს ჩაგვის აღმოსაფხვრელად. რა შეუძლია შემოგთავაზოთ, რომ ბავშვის მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველყოს გაკვეთილსა და შესვენებაზე.
არ წახვიდეთ სკოლიდან, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თქვენ ნამდვილად მოისმინეთ, რომ მსგავსი აღარ განმეორდება.
იხილეთ ასევე - ვის უნდა მიმართოთ, თუ თქვენს შვილს სკოლაში ფულს სძალავენ? - ბევრი მშობელი ასეთ დროს შეცდომას უშვებს