დილისკის N1 სკოლის ღონისძიება სომეხი და ქართველი ერის მეგობრობას მიეძღვნა
08-06-2017
დილისკის N1 სკოლაში პროექტის ''სხვა საქართველო სად არის'' ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას ტრენერ-პედაგოგი იამზე მსხვილაძე უწევდა, ქართველი და სომეხი ერის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას მიეძღვნა.

ზეიმის მონაწილეებმა დამსწრე აუდიტორიას ცნობილი კლასიკოსების, თანამედროვე ქართველი და სომეხი მწერლების შემოქმედებიდან ამონარიდები შესთავაზეს.  წაიკითხეს ლექსები და მუსიკალურ ფონზე შეასრულეს ორი ქვეყნის ნაციონალური ცეკვები. 

ღონისძიების ორგანიზატორის თქმით, საღამოს მიზანი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო, რომ ისტორიულად მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს უნდა მოუფრთხილდნენ და დაიცვან. 
 
''მეგობრობით, სიყვარულითა და სითბოთი გაზრდილი თაობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ერთობასა და განვითარებაში,''- განაცხადა იამზე მსხვილაძემ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203