პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პროფესიულ პროგრამებზე სწავლის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობები განისაზღვრა.
ცვლილება „პროფესიული განათლების დაფინანსების წესის, პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ” კანონში , საქართველოს მთავრობის დადგენილებით შევიდა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრძანებით, განისაზღვრა დაფინანსება იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში.
პროფესიული პროგრამების ჩამონათვალისა და მოდულის ფასის სანახავად გადადით ბმულზე.