გუთურის სკოლის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის ''მარადისობის კანონის'' მიხედვით სპექტაკლი წარმოადგინეს
08-06-2017

გუთურის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო ღონისძიებაში ''საქართველოს სასკოლო თეატრალური ფესტივალი 2017''.

მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის ''მარადისობის კანონის'' მიხედვით სპექტაკლი წარმოადგინეს. ახალგაზრდა მსახიობებს დარბაზი ოვაციებით შეხვდა.

მოსწავლეებს სპექტაკლში მონაწილეებსათვის სიგელები და დიპლომები გადაეცათ. ქეთევან გიორგაძე კი ''ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლის'' შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრითა და დიპლომით დაჯილდოვდა.

ღონისძიებაში მონაწილეობას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები მზია სიხარულიძე, ნანა კალანდაძე, ცისია კალანდაძე და სოფიო ხიჯაკაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203