სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა. გურიის სურსათის ეროვნული სააგენტოს სამმართველოს უფროსის, მანანა ერქომაიშვილის ინფორმაციით, ვადაგასული ხორცი, ეტიკეტისა და საბუთების გარეშე აჭარის საბავშვო ბაღებში შესატანადი იყო განკუთვნილი.
ადგილი, სადაც უვარგისი ხორცი ნახეს შპს „სოფოს მიერ არის ნაქირავები და პროდუქტს მხოლოდ აფასოებდნენ. კონკრეტულად, საიდან არის ხორცი შემოტანილი, ამ ეტაპზე, უცნობია.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლით, რომელიც ადამიანის სიცოცხლისათვის, ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადებას, შემოტანას ან რეალიზაციას ითვალისწინებს. დანაშაული ჯარიმას ან რამდენიმე წლიან პატიმრობას გულისხმობს.