დედოფლისწყაროს N2 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
08-06-2017

დედოფლისწყაროს N2 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მონაწილეობით სახალისო აქტივობები ჩატარდა. ბავშვებმა ფერადი ცარცებით ლამაზად მოხატეს სკოლის ეზო.

მეორე კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი მანანა შანშიაშვილი) საკუთარი სურვილები გადმოსცეს, მოეწყო გამოფენა ''ბედნიერი ბავშვობა, დედამწის ანგელოზები''...

''ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჩვენს სკოლაში ყოველთვის საინტერესო აქტივობები ტარდება. წელს მოსწავლეებმა სკოლის ეზო და კედლები მოხატეს, ასევე მოეწყო გამოფენა. ვულოცავთ პატარებს ამ დღესასწაულს. მუდამ ხალისიანები და ლაღები ყოფილიყვნენ,'' -  აღნიშნეს მასწავლებლებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203