ჭაბუკიანის სკოლის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში ''რა ამშვენებს მინდორს'' სკოლის ეზო გაალამაზეს
09-06-2017
ჭაბუკიანის სკოლის პირველი კლასის ბუნების მასწავლებელმა ნინო კოვზირიძემ მოამზადა პროექტი სახელწოდებით ''რა ამშვენებს მინდორს''.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოაწყვეს აქცია ''ერთად გავალამზოთ ჩვენი სკოლის ეზო'', ასევე მოეწყო შემეცნებითი სლაიდისშოუს ყურება შხამიანი მცენარეების შესახებ.

''მოსწავლეებმა სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს. პირობა დადეს, რომ თითოეულ ნარგავს გაუფრთხილდებიან და მოუვლიან. ასევე, გაიგეს ინფორმაცია შხამიანი მცენარეების შესახებ. მსგავს პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთ ცნობიერების ამაღლების კუთხით,'' -  აღნიშნეს მასწავლებლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203