ქართული ენის სიწმინის დაცვის მიზნით იანეულის სკოლაში ლექცია-გაკვეთილი ''ქართული ენა ბარბარიზმების გარეშე'' ჩატარდა
09-06-2017

იანეულის სკოლაში ლექცია-გაკვეთილი ''ქართული ენა ბარბარიზმების გარეშე'' ჩატარდა.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ბარბარიზმების (ჟარგონი, კალკი) შესახებ, გამართეს დისკუსია, თუ რამდენად არის დაცული საზოგადოებაში ენის ნორმები, რა პრობელმას ქმნის ბარბარიზმების დამკვიდრება. გაკვეთილის ბოლოს გაიმართა შეჯიბრი, სადაც განხილული ინფორმაციის მიხედვით იყო დავალებები შედგენილი. შეჯიბრში VII და VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამარჯვება წილად ხვდათ VII კლასელებს და გადაეცათ გამარჯვების დამადასტურებელი სიგელი. 

ღონისძიების ხელმძღვანლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სოფიო კალანდაძის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო ქართული ენის სიწმინის დაცვისკენ მოწოდება:

''მშობლიური ენის დაცვა ბარბარიზმებისგან ყველა ჩვენგანის ვალია. ჩვენი უპირველესი საზრუნავია ვწეროთ და ვიმეტყველოთ სუფთა ქართულით, სწორი სამეტყველო ქართულის სწავლება კი ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.'' - აღნიშნა სოფიო კალანდაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203