ბავშვობის ასაკში ქორწინება, რომ მთლიანდ ქვეყნის პრობლემაა, გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის მხარდაჭერით , 2018 წელს ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. ანგარიშის მიხედვით, 20-24 წლის ასაკის ქალების 14 %, 18 წლამდე იყვნენ დაქორწინებული.
კვლევის მიხედვით, ადრეულ ასაკში გათხოვების მაჩვენებელით მნიშვნელოვანი განსხვავებაა ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის. 18 წალამდე დაქორწინებულები იყვნენ, 20-24 წლის ასაკის ქალების 8%, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ, ხოლო სოფლად მცხოვრები იგივე ასაკის ქალების 25% იყო დაქორწინებული ან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში სრულწლოვანი ასაკის მიღწევამდე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არსებობს კავშირი ბავშვობის ასაკში ქორწინებასა და განათლებას შორის. 20-24 წლის ასაკის ქალთა 47%-ს, რომლებიც იყვნენ დაქორწინებული ან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში 18 წალამდე, მიღებული აქვთ დაწყებითი ან არასრული საშუალო განათლება, 25%-ს - სრული საშუალო განათლება, 11%-ს - პროფესიული განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე 20-24 ასაკის ქალების მხოლოდ 3% პროცენტი იყო დაქორწინებული ან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში სრულწლოვანებამდე.
ამასთან, იგივე ასაკის ქალების 33%, რომელმაც განაცხადა, რომ 18 წლამდე იყვნენ დაქორწინებული ან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ კავშირში, მიეკუთვნებიან კეთილდღეობის ინდექსის უღარიბეს კვინტილს, ხოლო უმდიდრეს კვინტილურ ჯგუფში ანალოგიური მაჩვენებელი 4% -ს შეადგენს.
20-49 წლის ასაკის ქალების წილი, რომლებიც იყვნენ დაქორწინებული ან 18 წლის ასაკამდე, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლში (25%), ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში (12%).
კვლევის მიხედვით, ადრეული ქორწინების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს ასაკობრივ ჯგუფებს შორის. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი როგორც 15 წლამდე ქორწინების, ასევე 18 წლამდე ქორწინების შემთხვევაში, 40-44 წლის ასაკის ქალებში დაფიქსირდა და შესაბამისად, 3 და 27 პროცენტს შეადგენს.
18 წლის ასაკამდე ქორწინება მრავალი ახალგაზრდა გოგონასათვის რეალობას წარმოადგენს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მშობლები თავიანთ ქალიშვილებს დაქორწინებისკენ მოუწოდებენ მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ მოზარდები არიან, იმ იმედით, რომ მათი ქორწინება სარგებელს მოუტანს მას და მშობლებსაც, როგორც ფინანსურად, ასევე სოციალურად და ამასთან, მათ ოჯახს ფინანსური წნეხისაგან გაათავისუფლებს. ფაქტობრივად, ბავშვობის ასაკში ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს, რაც ხელს უშლის გოგონების განვითარებას და ხშირად განაპირობებს ადრეულ ასაკში ორსულობას და სოციალურ იზოლირებას, ხოლო განათლების დაბალი დონე და არადამაკმაყოფილებელი პროფესიული განათლება სიღარიბის გენდერულ ასპექტს განამტკიცებს.
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, მიქსი საქართველო 2018, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გლობალური მიქსის პროგრამის ფარგლებში ჩაატარა 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და UNICEF-ის, NCDC-ის, USAID-ის, WB-ის, UNFPA-ს, SIDA-ს, AFD-ის, SCD-ის, ISS-ის, UNDP-ისა და WHO-ს ფინანსური მხარდაჭერით.