განათლების მინისტრმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ახალი სკოლების მშენებლობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება
განათლებისა და მეცნირების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ახალი სკოლების მშენებლობის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, ლამის, ჰარვარდზე ძნელი გახდა გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა.
”მოსახლეობის ბოლო აღწერის შედეგად გამოჩნდა, რომ თბილისი რაოდენობრივად იზრდება და რეგიონები მცირდება. ყველაზე სწრაფად იზრდება გლდანი, მუხიანი, ვარკეთილი, დიდი დიღომი, სადაც არის დიდი უბნები, რადგან იქ შედარებით ხელმისაწვდომია საცხოვრებელი ფართი. რაოდენობა იზრდება საბურთალოზეც და სხვა უბნებშიც, მაგრამ ყველაზე მეტად იზრდება გლდანში. როდესაც 9:00 საათზე რეგისტრაცია იხსნება, 5-10 წუთში მთავრდება. არის სკოლები, სადაც ადგილები არის, მაგრამ მუხიანში მცხოვრებ ოჯახს ვერ ეტყვი, - მოდი, აგერ, მშვენიერი სკოლა არის ნაძალადევში და იქ ატარე ბავშვი, ან სხვა მიმართულებით. მოკლედ, ახალი სკოლების მშენებლობის გარეშე ვერ გავძვრებით”, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
ახალი სკოლების მშენებლობა დაწყებულია. 10 სკოლა კი უკვე აშენდა.