სეფიეთის სკოლის ორიგინალურ ღონისძიებზე ''წლის შეჯამება ინგლისურ ენაში'' მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები წარმოადგინეს
09-06-2017
სეფიეთის სკოლაში ორიგინალური ღონისძიება ''წლის შეჯამება ინგლისურ ენაში'' გაიმართა, რომელიც ინგლისური ენის მასწავლებლის, ბიჭიკო ოჩიგავას მიერ იყო ორგანიზებული და მასში მე-IV,V,VI,VIII, XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებაზე, რომლისთვისაც მოსწავლეები სამი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ, ძალიან საინტერესო აქტივობები იყო წარმოდგენილი. მათ მთელი წლის მანძილზე შესწავლილი თემებიდან პრეზენტაციების სახით სწორედ ის თემები წარმოადგინეს, რომლებიც ყველაზე მეტად მოეწონათ და დაამახსოვრდათ. 

ღონისძიებაზე 4 საპრეზენტაციო თემა იყო წარმოდგენილი და თითოეული მათგანი საინტერესო ფოტომასალებით იყო გაჯერებული. პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე იყო წარმოდგენილი და იმისათვის, რომ მაყურებლისთვის გასაგები ყოფილიყო, მოსწავლეები წყვილებში თარგმნიდნენ მათ. 

განსაკუთრებული მოწონება მეექვსე კლასის მიერ წარმოდგენილმა თემამ ''მსოფლიოს ტრადიციული ტანსაცმელი'' დაიმსახურა. მოსწავლეებმა პრეზენტაციის შემდეგ, ინდური და იაპონური სამოსის ჩვენება მოაწყვეს. მეორე განყოფილებაში კი მაყურებელს, მათ მიერ შექმნილი გამოსასვლელი კაბები წარუდგინეს. იმიტირებულმა პოდიუმმა და წარმატებით მორგებულმა მოდელების ამპლუამ, მაყურებელთა მხრიდან მქუხარე აპლოდისმენეტები დაიმსახურა.

შედარებით სუსტი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები მათ შესაძლებლობებზე მორგებულ აქტივობებზე მუშაობდნენ. დაფაზე, რომელიც სცენის ერთ კუთხეში იყო მოთავსებული, შედარებით მარტივ გრამატიკულ სავარჯიშოებზე მუშაობდნენ. მათ სავარჯიშოები სცენაზევე, ფერადი კონვერტებით დაურიგდათ და ჯგუფური  მუშაობის პრინციპით  ცდილობდნენ თავიანთი უნარების წარმოჩენას. 

მეთერთმეტე კლასმა საინტერესო პრეზენტაცის შემდეგ სასიამოვნო ინგლისურენოვანი სიმღერაც წარმოადგინა, რომელსაც ოვაციები მოჰყვა. ღონისძიება დააგვირგვინა ინტელექტუალურმა თამაშმა ''ეტალონმა'', რომელშიც ათი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე მონაწილეობდა.

თამაში სამი ტურისგან შედგებოდა. მეორე ტურში ექვსი მოსწავლე გადავიდა, ხოლო ფინალურ ტურში კი სამმა მოსწავლემ განაგრძო განაგრძო ბრძოლა გამარჯვებისთვის. ბრძოლა პირველობისთვის ძალიან დაძაბული აღმოჩნდა, თუმცა უმაღლესი შედეგი მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, ანი რურუამ აჩვენა და ღირსეულად მოიპოვა სტატუსი ''წლის საუკეთესო მოსწავლე ინგლისურ ენაში''. პირველი ადგილის მფლობელს საპატიო დიპლომი ჟიურის თავმჯდომარემ, თამარ გუნიამ გადასცა და გამარჯვება მიულოცა. 

ღონისძიება, რომელიც 2016-2017 სასწავლო წლის შემაჯამებელ ხასიათს ატარებდა, ნამდვილად წარმატებული გამოდგა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203