დედოფლისწყაროს N2 სკოლა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის პროექტში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა
09-06-2017
დედოფლისწყაროს N2 სკოლა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის პროექტში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა.

გამოცხადდა სასკოლო კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018 ''აღმოაჩინე საქართველო''. 

კონკურსში მონაწილეობისათვის მე-9 კლასის 8 მოსწავლით დაკომპლექტდა გუნდი ''რჩეული''. მათ დაწერეს საავტორო სტატია ადგილობრივ გარემოსდაცვით პრობლემაზე - ''ქარსაცავი ზოლების გაჩეხვა''.

მეორე აქტივობა გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. აქ თვალსაჩინოდ იქნა წარმოდგენილი გარემოს დაბინძურების ძირითადი მიზეზები და უარყოფითი შედეგები. გუნდი მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების ჩატარებას (დასუფთავების აქცია, დარგვის აქცია, ტრენინგი, ლექცია, დისკუსიის მოწყობა, საჯარო უწყებებთან დიალოგის უზრუნველყოფა).

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203