ლანჩხუთის N3 სკოლის მოსწავლე გიორგი ზოიძე ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა
09-06-2017

ლანჩხუთის N3 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ზოიძე საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა. მან ოქროს მედალი 100 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.

''ვასილ და გიორგი ილიევების'' საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბულგარეთში გაიმართა.

ტურნირში საბერძნეთის, თურქეთის, სერბეთის, მოლდავეთის, ბოსნიისა და ჰერცოგოვენის, ალბანეთის, მაკედონიის, ხორვატიის, ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა - ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

''ძალიან საამაყო და სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ ასეთ დიდ გამარჯვებას მიაღწია. გიორგიმ არამარტო სკოლა, ოჯახი და ახლობლები, არამედ მთელი რაიონი გაახარა. ვულოცავთ მას ჩემპიონობას, ცხოვრების ყველა ეტაპზე გამარჯვება და წარმატება ყოფილიყოს მისი მეგზური'', - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203