დილისკის N1 სკოლაში მეათე და მეთერთმეტეკლასელების მონაწილეობით ვიქტორინა გაიმართა
09-06-2017
დილისკის N1 სკოლაში მეათე და მეთერთმეტეკლასელების მონაწილეობით, ვიქტორინა გაიმართა.

ვიქტორინისთვის მზადება მოსწავლეებმა ორი კვირით ადრე დაიწყეს, მოიძიეს და შეისწავლეს საქართველოს შესახებ მათთვის უცნობი ფაქტები, გაიღრმავეს ცოდნა ქართველი და სომეხი მწერლების შემოქმედების შესახებ, შეაჯამეს ქართულ ენაში წლის მანძილზე მიღებული ინფორმაცია.

ერთმანეთს ორი კლასის ხუთ-ხუთკაციანი ჯგუფი დაუპირისპირდა ''ვიქტორია''(XI კლასი) და ''ალტერნატივა'' (X კლასი). 

ვიქტორინა ქართულ ენაზე წარიმართა და მისი მიზანი იყო მოსწავლეთა ზოგადი ცოდნის გამოვლენა ქართულ ენაზე, ქართულად მეტყველება, საქართველოს კუთხეების, მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების გაცნობა და გააზრება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203