2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსისთვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი მასწავლებლებისთვის განაცხადის შევსება უკვე დაწყებულია და 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციისთვის მსურველები უნდა შევიდნენ ვებგვერდზე: tprize.ge
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - საქართველო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
2017 წლის, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე საქართველომ მიიღო მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია. საქართველოს ფორუმზე წარმოადგენდა კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო.“ აკრედიტაციის საფუძველზე, კოალიციის ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (TPDC) პარტნიორობით, დაიწყო და 2017 წელს პირველად ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო! აღნიშნულს შეუერთდა და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 10.000 ლარს და ხდება გლობალური ჯილდოს ერთ-ერთი მონაწილე.