ვანის N2 სკოლაში გარემოს დაცვის დღე აღნიშნეს
09-06-2017
ვანის N2 სკოლაში გარემოს დაცვის დღე აღნიშნეს.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი-ლია წულუკიანი) ამ დღესთან დაკავშირებით, წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, სადაც ხაზი გაუსვეს ბუნების დაცვის აუცილებლობას. ''ერთად ვიზრუნოთ გარემოზე'' ამ სლოგანით მოსწავლეებმა პოსტერი შექმნეს. პოსტერზე ნაჩვენები იყო, თუ რა დრო სჭირდება ნარჩენების დაშლას და რა მნიშვნელოვანია ნარჩენების ურნაში ჩაგდება.

''გარემოს დაცვის დღე 1972 წელს დაწესდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ჩვენს სკოლა ძალიან საინტერესო გაკვეთილით შეუერთდა ამ მნიშვნელოვან დღეს. აუცილებელია, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ გარემომცველ ბუნებაზე,'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203