ხეოთის სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა ბიზნეს უნარ-ჩვევების პროგრამა ''ჩვენი ქვეყანა'' წარმატებით გაიარეს
10-06-2017
ხეოთის სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს ბიზნეს უნარ-ჩვევების პროგრამა ''ჩვენი ქვეყანა''.

მოსწავლეები გაეცნენ ფინანსების საბაზისო ცნებებს, პრაქტიკულ ინფორმაციას ბიზნესის მოთხოვნების შესახებ. სახალისო ინტერქატიულ გაკვეთილებზე მეექვსეკლასელები შემეცნებით-სააზროვნო დავალებიბითა და თამაშებით პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტის გზებზე მსჯელობდნენ.

ბიზნეს უნარ-ჩვევების პროგრამა დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) -ის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია, მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან განუვითაროს ისეთი უნარ–ჩვევები, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ლიდერობა, დაგეგმვა და სხვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203