იანეულის სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს
12-06-2017

იანეულის სკოლის -  ისტორიის, ქართული და უცხო ენის ფილოლოგიის კათედრამ, ჩაატარა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს საქართველოს ისტორია, მეფეები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით - საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. 

მათ ასევე ნახეს ვიდეო რგოლები, სადაც საუბარია 26 მაისზე და რამდენიმე ისტორიული ეპოქაა  გადმოცემული ფარნავაზიდან - დღემდე, სახელმწიფოს ჩამოყალიბება, დამწერლობის შექმნა,  ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, საქართველოს კონსტიტუციის შექმნა, 9 აპრილი და დამოუკიდებლობის აქტის შედგენა. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა მოისმინეს საქართველოს ჰიმნი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203