ჯილდოს მისაღებად განაცხადი 2 000-მდე პედაგოგმა გააკეთა
13-12-2019

პროფესიიდან გასვლისა და ჯილდოს მიღების სურვილი მეორე ეტაპზე 2000-მდე საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგმა გამოთქვა. ამის შესახებ etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაუცხადეს. 

როგორც ცნობილია, მასწავლებლებს ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება 29 ნოემბრის ჩათვლით შეეძლოთ.  თუმცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის განცხადებით, უწყება მზად არის დეკემბერში დამატებითი ფანჯარა გახსნან იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც მასწავლებლის გამოცდის საბოლოო შედეგებს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე პროფესიიდან გასვლისა და ჯილდოს აღების სურვილი 6 450 პედაგოგმა გამოთქვა, რაც ირინა აბულაძის განცხადებით, უწყებას 55 მილიონი დაუჯდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203