„Etaloni.ge-ს საშუალებით ყველამ შეიტყო, რომ მაღალმთიან სოფელშიც არიან მაგარი მოსწავლეები და პედაგოგები“
17-12-2019

ეტალონთან“ თანამშრომლობის შედეგებზე საჯარო სკოლების წარმომადგენლები პირველად არ საუბრობენ, თუმცა უდავოდ საამაყოა, როდესაც ეს მხოლოდ დადებითი კუთხით ხდება. რატომ გაიხადა მომავალი თაობები საკუთარი ზრუნვის ობიექტად - ამ კითხვაზე პასუხის გაცემაც კი არ ღირს, სამაგიეროდ ისაა საინტერესო, როგორ მოახერხა Etaloni.ge- შეექმნა სკოლებს შორის ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და წამახალისებელი გარემო. ამ კითხვებზე პასუხს ჩვენი რესპონდენტების კომენტარებში ამოიკითხავთ:

ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე - ხონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონთან“ ურთიერთობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და პირველხარისხოვანია.  წლებია ვთანამშრომლობთ და მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები პროექტებში, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, მსჯელობენ, განიხილავენ სხვადასხვა საკითხს და ასე აყალიბებენ ჯანსაღ ურთიერთობებს თანატოლებთან.

რაც მთავარია, ყოველმა მათგანმა იცის, რომ მათი ნებისმიერი აქტივობა საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩება და Etaloni.ge ინფორმაციას ოპერატიულად და ობიექტურად გაავრცელებს. ზოგადად, სკოლისთვის საჯაროობა და გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია -  ვეცნობით, სხვაგან რა კეთდება, ჩვენს შესახებ სხვები გებულობენ, ხდება ინფორმაციების გაცვლა-გამოცვლა, რაც დიდი სტიმულია.

მანანა ხუციშვილი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლის ბედი, სტატუსის გამო, ცოტა ბუნდოვანია და მხოლოდ 17 მოსწავლე გვყავს, მაინც აქტიურად ვურთიერთობთ „ეტალონთან“ რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ Etaloni.ge-ს დამსახურებაა მოსწავლეთა და პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება. მათ იციან, რომ ნებისმიერი წარმატებული ნაბიჯის შესახებ აუცილებლად შეიტყობს საზოგადოება და მოხარულები ვართ, როდესაც კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, მილოცვას ვიღებთ.  

ზაზა ელიაშვილი - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ პროექტში ჩართულობა ჩვენთვის,  როგორც სკოლისთვის, უმნიშვნელოვანესია და გარდა ამისა, Izrune.ge-ში, როგორც მშობელი, აქტიურად ვარ ჩართული. ჩემი შვილი ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ელის... რა გითხრათ, ბავშვებიცა და მასწავლებლებიც უფრო აქტიურები გახდნენ; მოსწავლეები საიტის სიახლეებს მუდმივად ელიან და მცირედ გაპასიურებასაც კი არ გვპატიობენ.მოგეხსენებათ, მცირეკონტინგენტიანია ჩვენი სკოლა და ამის გამო ძალიან ბევრი აქტივობა არ გვაქვს, მაგრამ მოსწავლეებმა იციან, რომ მათი ყოველი წარმატების შესახებ ბევრი ადამიანი შეიტყობს. Etaloni.ge კი ჩვენ შესახებ ინფორმაციების გავრცელებით, უდავოდ, გვანებივრებს.მასწავლებელიც, მოსწავლეცა და მშობელიც საქმის კურსშია, რაც ვებ-გვერდზე ქვეყნდება. კლასის დამრიგებლები კი თავს არ ზოგავენ და ინდივიდუალურად მუშაობენ მოსწავლესთანაც და მშობელთანაც, რათა სკოლამ უკეთეს შედეგს მიაღწიოს.    

გიორგი კაკაბაძე - თბილისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი:

- არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანია იმით, რომ ბავშვს ეძლევა საშუალება, რაც  აინტერესებს, იმ მიმართულებით წავიდეს -  მოტივაცია მისი სურვილიდან გამომდინარეობს და ამგვარად, დიდი შანსია, უფრო კარგად ისწავლოს. სწორედ ამ ყველაფრის დამკვიდრებას ემსახურება „ეტალონი“, რომელიც ჩემთვის, პირველ რიგში, არის ჰაბი, სადაც არაფორმალურ გარემოში სკოლები ურთიერთობას, საერთო ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებას ახერხებენ; რაც შეეხება Etaloni.ge-ს, სწორედ ვებ-გვერდის საშუალებით ხდება სკოლის პოპულარიზაცია - ერთმანეთის მიღწევებს ვეცნობით, გამოცდილებას ვითვალისწინებთ და კომუნიკაციის საშუალება გვეძლევა. შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ სკოლის უკეთ მუშაობისთვის, მხოლოდ გამჭვირვალობა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა არაა საკმარისი; სკოლის შიგნით გამჭვირვალობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და რაც მეტი საშუალება გვექნება, დადებითი მუხტი შევიტანოთ საზოგადოების მენტალიტეტში, მით დადებითი, კონსტრუქციული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული გარემო გვექნება, რაშიც Etaloni.ge ძალიან გვეხმარება.

ნანი შაინიძე - ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლის წარმომადგენელი:

- გასული წლიდან ვთანამშრომლობთ Etaloni.ge-სთან, ხოლო Izrune.ge-ში სექტემბრიდან ჩავერთეთ. სასიხარულოა, რომ პროექტში მთელი სკოლა მონაწილეობს და მოსწავლეები დამატებით უნარებს იძენენ. პირველ ყოვლისა აღსანიშნავია ის რომ, პროექტში მთელი ოჯახია ჩართული, მშობელი თვალს ადევნებს შვილის ცოდნის დონეს, ტესტების პასუხებიდან გამომდინარე, ვხვდებით, სად მოიკოჭლებენ და რა საკითხში არიან უფრო ძლიერები; განსაკუთრებით მოსწონთ წიგნიერების დღე - მონდომებით ემზადებიან, მუშაობენ, იძიებენ ინფორმაციებს და დამოუკიდებლად იძენენ ცოდნას, რაც ბავშვების განვითარებისთვის აუცილებელია. „ეტალონი“ სკოლას ძალიან ეხმარება, განსაკუთრებულ როლს კი Etaloni.ge ასრულებს, რომელიც სკოლების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. სწორედ Etaloni.ge-ს დამსახურებით შეიტყო საზოგადოებამ, რომ მაღალმთიანი სოფლის სკოლაშიც არიან ძალიან მაგარი მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებიც მუშაობენ და წარმატებებსაც აღწევენ. გვირეკავენ, გვილოცავენ, მოსწავლეებიც კი შეგვემატა, რაც დიდი სტიმულია ყოველი ჩვენგანისთვის.

მინდია გველებიანი - ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი:

- Etaloni.ge-მ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებისთვის ბრძოლის უნარი მისცა და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას. ბავშვებმა იციან, რომ ინფორმაციები სხვა სკოლების შესახებაც ვრცელდება, თუმცა კონკურენტებად კი არ აღიქვამენ, პირიქით, ცდილობენ, გამოცდილება გაითვალისწინონ და შედეგად, თავად უკეთესი პროექტები შემოგვთავაზონ. დაინტერესება დიდია და მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, ინტელექტ-ჩემპიონატებში საპრიზო ადგილებს იკავებენ ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც ძალიან მეგობრულები არიან და გადასარევად ალაგებენ ურთიერთობებს თანატოლებთან, რაშიც ხელს გვიწყობს „ეტალონი“.

ბადრი ბობოხია - წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონში“ მაშინვე ჩავერთეთ, როგორც კი პროექტმა ფუნქციონირება დაიწყო და თამამად შემიძლია გითხრათ, ამ თანამშრომლობას დადებითის მეტი, ჩვენი სკოლისთვის, არაფერი მოიუტანია. პირველ რიგში, იმატა მოსწავლეების მოტივაციამ, ბავშვები უფრო აქტიურები გახდნენ, ხოლო როდესაც შეიტყვეს, რომ მათი აქტივობები Etaloni.ge-ზე გამოქვეყნდებოდა, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვეცნობით სხვა სკოლების სიახლეებს, ვითვალისწინებთ მათ გამოცდილებას და ჩვენ შესახებაც ყველამ იცის - ეს Etaloni.ge-ს დამსახურებით ხდება და მოსწავლეებიცა და მშობლებიც მხოლოდ კმაყოფილები არიან.

ინგა წიგნაძე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ზოგადად, არაფორმალური განათლება სკოლისთვის მნშვნელოვანია, ბავშვები უფრო მოტივირებულები არიან, ურთიერთობებს სწავლობენ, კომუნიკაციას ამყარებენ... ამის საუკეთესო მაგალითი კი „ეტალონთან“ ჩვენი თანამშრომლობაა. Etaloni.ge სკოლის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ნათლად ვხედავთ სხვა სკოლებში მიმდინარე პროცესებს, ვეცნობით სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ აქტივობებს, ეს ინფორმაციები კი უდავოდ გასათვალისწინებელია, რადგან კონკურენტუნარიან გარემოში, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, უკეთესი პროდუქტი შევთავაზოთ საზოგადოებას, დავუმეგობრდეთ სხვა სკოლების წარმომადგენლებს და ერთმანეთს გამოცდილებაც გავუზიაროთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არცაა გასაკვირი, მოსწავლეების ინტერესი Etaloni.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციების მიმართ. მოხარულები ვართ, რომ  ჩვენი ურთიერთობა შედგა.

არჩილ პაქსაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მოგეხსენებათ, „ეტალონის“ პროექტში ჩვენი სკოლა ჩართულია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  Etaloni.ge-მ ხელი შეუწყო მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებას. გაიზარდა მშობელთა ჩართულობაც და „ეტალონის“ დახმარებით შეიკრა წრედი - მასწავლებელი-მოსწავლე-მშობელი. ასევე მისასალმებელია, სკოლის შესახებ ინფორმაციები Etaloni.ge-ზე რომ ქვეყნდება, რადგან მსგავსი აქტივობა შესაძლებლობას იძლევა, ხვალინდელი დღე მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო გახდეს, რადგან ისინი საკუთარი შრომის შედეგზე არიან ორიენტირებულნი, ცდილობენ უკეთ წარმოაჩინონ თავი და მონდომებით ეცნობიან საიტის სიახლეებს, რათა შეიტყონ სხვა სკოლების აქტივობების შესახებ.

მაია მესხია  - წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:

- მესამე წელია ვთანამშრომლობთ „ეტალონთან“ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველანაირ სიახლეს, რაც განათლების სისტემაში ხდება, Etaloni.ge-დან ვიგებთ და საკუთარი თავის პოპულარიზაციასაც ვეწევით. ვიცით, რომ ჩვენი ნებისმიერი ღონისძიება დროულად და ოპერატიულად გაშუქდება. გარდა ამისა, ჩემი მოსწავლეები ჩაერთნენ Izrune.ge-ში, რომელსაც დამრიგებლებიც და მთელი სკოლა აქტიურად ვადევნებთ  თვალს.

ბავშვები კი ეცნობიან საიტის სიახლეებს, გვეუბნებიან, გამოქვეყნებული ინფორმაციები ვნახოთ და მარტივად რომ ვთქვათ, „ეტალონს“ დიდი გავლენა აქვს ჩვენს სკოლაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203