ახალსოფლის სკოლა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეხვდა
12-06-2017

ახალსოფლის სკოლა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეხვდა.

მოსწავლეებმა პირველი ივნისი სხვადასხვა აქტივობით მიულოცეს ერთმანეთს. მოეწყო გამოფენა სახელწოდებთ ''ჩვენი მარჯვე ხელებით'', სადაც II-IV კლასელებმა თავიანთი ნახატები წარმოადგინეს. VI კლასის მოსწავლეებმა გამოფენაზე ''ჩვენი ფანტაზია'', ნახატებთან ერთად ყვავილებისაგან შექმნილი კომპოზიცია შესთავაზეს დამთვალიერებლებს. 

''ჩვენს სკოლაში ძალიან ლამაზი გამოფენა მოეწყო. მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. ნახატები ძირითადად მშვიდობის თემატიკაზე იყო. ყველა ბავშვს ვულოცავთ ამ დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას წინსვლას და წარმატებებს'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203