პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის დებულებაში ცვლილებები შევიდა
17-12-2019

„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. ცვლილების თანახმად, სასერტიფიკაციო პროგრამაზე ჩათვლების მიღებისთვის საკმარისია ცალკეული საგნის ჩაბარების დადასტურება.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის იური დოლიძის ბრძანებით, პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის დებულებას რამდენიმე მუხლი დაემატა.

მათ შორის:

სასერტიფიკაციო პროგრამაზე ჩათვლების მიღებისათვის საკმარისია ცალკეული დისციპლინის (საგნის) ჩაბარების დადასტურება და კანდიდატს არ მოეთხოვება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში, ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებებით - ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში 2005 წლის შემდგომ აქვთ ჩაბარებული სასწავლო კურსი/საგანი, მაგრამ არ აქვთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი,  პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2022 წლის 1 იანვრამდე სასერტიფიკაციო პროგრამაზე დაშვებისთვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.

იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში, ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში 2005 წლის შემდგომ აქვთ გავლილი სასწავლო კურსი, მაგრამ არ აქვთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი,  პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2022 წლის 1 იანვრამდე სასერტიფიკაციო პროგრამაზე დაშვებისთვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის ჩათვლა განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203