რომელ სფეროშია საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მაღალი? - განათლება კვლავ ბოლო ადგილზეა
16-12-2019

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მონაცემებს აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ყველაზე დაბალი კვლავ განათლების სფეროშია.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა.

გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა მშენებლობის სფეროში და ის  2 008.4 ლარს შეადგენს (წლიური ზრდა - 16.4 პროცენტი);. 

რაც შეეხება განათლების სფეროს, საშუალო თვიური ხელფასი 2018-2019 წლების III კვარტალში 500-ლარზე ცოტა მეტია. 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებთან შედარებით 2019 წლის იგივე პერიოდში განათლების სფეროში ხელფასების მოცულობა მცირედით გაზრდილია, თუმცა კვლავ ყველაზე დაბალია.



ჯეოსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 475.7 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 72.2 და 115.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203