თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ახალსოფლის სკოლამ ექსკურსია მოაწყო
12-06-2017
ახალსოფლის სკოლის მეშვიდე-მერვე კლასის მოსწავლეები თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმსა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მირზა გელოვანის პირადი ნივთები, მოისმინეს მისი ბიოგრაფია და გამართეს პოეზიის საღამო. 

როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ,  მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სტუმრობა:

''დავათვალიერეთ ბევრი უნიკალური ნივთი და შთაბეჭდილებებით აღსავსენი დავუბრუნდით სკოლას.''

აღნიშნულ ექსკურსია-გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ თავისუფალი გაკვეთილების პედაგოგები ნათელა სისაური და ჯილდა კაცელაშვილი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203