„კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე“ - სახალხო დამცველი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება
17-12-2019
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„15 წლის არასრულწლოვანი გარდაიცვალა... ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას... ეს შემთხვევა მთლიანად საზოგადოების ტრაგედიაა, რადგან კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატს დაწყებული აქვს საქმის მრავალმხრივი შესწავლა. ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს. ჩვენი მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გავუწევთ როგორც მიმდინარე გამოძიების პროცესს, ასევე, შევაფასებთ, რატომ არ იყო გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით“, - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

მოზარდის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ და დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებასთან აქცია გამართეს  მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა.  სწორედ აღნიშნულ განყოფილებაში დაიკითხა 15 წლის მოზარდი, რომელიც დღეს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.  მოძრაობის წევრებს აქციაზე თან ჰქონდათ ბანერი წარწერით -  „ამ ცხოვრების დედაც!“.

აქციის მონაწილეთა განცხადებით,  ერთი გამომძიებლის დაკავება არ არის საკმარისი. „გაბედეს“ წევრები ასევე ითხოვონ იმ მუხლის გადაკვალიფიცირებას, რომლითაც საქმის ძიება დაიწყო.

მათი თქმით, საქმის ძიება უნდა მიმდინარეობდეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და არა ჩვენების იძულებით მიღების მუხლით. გაბედეს წევრები ითხოვენ, „მწვანე სკოლის“ დირექტორის დასჯასაც.

იხილეთ ასევე:

გარდაიცვალა 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203