ახალციხის N2 სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, რამდენიმე სპორტული აქტივობა გაიმართა
13-06-2017
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ახალციხის N2 სკოლაში რამდენიმე სპორტული აქტივობა გაიმართა. შიდა სასკოლო ჩემპიონატი ფრენბურთში ''დედების ჩემპიონატი'', რომელშიც მშობლები იყვნენ ჩართულები და მხიარული სტარტები პირველკლასელთა, მეხუთე და მეექვსეკლასელთა მონაწილეობით. 

აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სკოლას მადლობის სიგელი გადასცა.

''მადლობას ვუხდით სპორტის პედაგოგებს, მშობლებს, პედაგოგებს, სკოლის მანდატურებს სპორტული აქტივობების განხორციელებისათვის, აგრეთვე მანდატურის სამსახურს მადლობის სიგელისათვის,'' - აღნიშნეს სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203