ნაგარევის სკოლაში I და IV კლასის მოსწავლეებმა ზეიმი გამართეს
13-06-2017
ნაგარევის სკოლის პირველ და მეოთხე კლასებში საზეიმო ღონისძიებები სახელწოდებით - „დაგელოცოთ ნაბიჯები“ გაიმართა. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას სკოლაში გატარებული პირველი წლების შესახებ ემოციები გაუზიარეს. წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. 

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს პირველ მასწავლებელს და სწავლების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.  

ნაგარევის სკოლის ღონისძიების ორგანიზატორები პირველი კლასის ხელმძღვანელი: ქეთევან სებისკვერაძე და მეოთხე კლასის ხელმძღვანელი - ნინო გუბელიძე იყვნენ.

ღონისძიებას მშობლები და სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203