დედოფლისწყაროს N2 სკოლის პროექტის მიზანი ნაადრევი ქორწინების პრობლემის და მისი დაძლევის გზების გაცნობა-გააზრება იყო
14-06-2017

დედოფლისწყაროს N2 სკოლის IX კლასში პროექტი სახელწოდებით „ნაადრევი ქორწინება“ განხორციელდა.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პრობლემისა და მისი დაძლევის გზების გაცნობა-გააზრება. თუ რას ნიშნავს ნაადრევი ქორწინება.

მოსწავლეებმა ერთობლივად იმსჯელეს, როგორ შეიძლება აიცილონ პრობლემები თავიდან. 

გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის შემდეგ მოსწავლეები მომავალში შეძლებენ ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებას.

გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა მოსწავლეებს უკეთესი  მუშაობისთვის სტიმული მისცა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ ინფორმაციის მოძიება, პრობლემის ანალიზი და ინტერვიუს აღება თემში:

''მათ შეძლეს საუკეთესო ნამუშევრების სლაიდების ჩვენება, მოეწონათ ექიმის ვიზიტი გაკვეთილზე. მოსწავლეებს განუვითარდათ კვლევა-ძიების, სოციალური, გუნდური მუშაობის, პრობლემის ანალიზის, სინთეზის, შეფასების, ემპათიის და თანაგანცდის უნარი.''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203