მთელ აჭარაში, 22 დეკემბერი „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“
19-12-2019

აჭარის ა/რ სკოლის მოწავლეებისთვის „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ - შემაჯამებელი ტესტი გააქტიურდება 22 დეკემბერს.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დამსახურებით აჭარაში მცხოვრები ყველა მოსწავლეს, წლის ბოლომდე, izrune.ge-ს ტესტების გავლა უფასოდ შეუძლიათ. 

საინტერესოა, როგორ ემზადებიან სკოლები ამ საპასუხისმგებლო დღისთვის; მით უმეტეს, გასათვალისწინებელია მონაწილეთა აქტივობაც და დიპლომების მიღების სურვილიც. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის პირველი კლასი აქტიურად ემზადება შემაჯამებელი ტესტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებმა სამიოდ თვეა შეაბიჯეს სკოლაში, უკვე აქტიურად არიან ჩართულები საგანმანათლებლო პროექტ izrune.ge-ში. ტესტების გავლა განსაკუთრებით იმიტომ უხარიათ, რომ ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს დიპლომების მიღების საშუალება აქვთ. მშობლები კი თვალს ადევნებენ თავიანთი შვილების განვითარების და განათლების დონეს. 

როგორ ემზადებიან სახალვაშოს საჯარო სკოლის პირველკლასელები izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  კლასის დამრიგებელი მანო ზოიძე საუბრობს:

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ბავშვებმა მხოლოდ სამი თვეა, სწავლა დაიწყეს და ჯეროვნად მშობლიურ ანბანსაც არ გასცნობიან, აქტიურად ვართ ჩართულები izrune.ge-ს პროექტში, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის დამატებითი მოტივაციაა... უნდა ნახოთ, პატარები როგორი ინტერესით ჩაუსხდებიან ხოლმე ხუთშაბათობით ტესტებს; შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ კითხვებიც ზუსტადაა მორგებული მათ ასაკობრივ კატეგორიაზე.

მშობლებიც ძალიან აქტიურობენ, თვალს ადევნებენ თავიანთი შვილების განათლების დონეს და წარმატებას... ბავშვების მიღწევების შესახებ საერთო ჯგუფში საუბრობენ, განიხილავენ, რა საკითხებს უნდა დაუთმონ მეტი ყურადღება.



- ქალბატონო მანო, პირველკლასელთა ჩართვა ტესტირებაში ალბათ ადვილი არ იყო?

- რაც მთავარია, თითოეულ მათგანს ზედმიწევნით ავუხსენით, რა სახის ტესტირებას სთავაზობდა izrune.ge; როგორც უკვე აღვნიშნე, კითხვებიც ზუსტადაა მორგებული მათ ასაკობრივ კატეგორიას და პროექტში მონაწილეობა ხელს შეუწყობდა გონებრივ განვითარებას; გარდა ამისა, ბავშვები უკეთ გამოავლენდნენ საკუთარ შესაძლებლობებს, გაეცნობოდნენ კლასგარეშე ლიტერატურას და ჩამოუყალიბდებოდათ თანატოლებთან კომუნიკაციის უნარები... ჩემმა პატარებმა დიდი ადამიანებივით მომისმინეს და ყველაფერი აბსოლუტურად ზუსტად გაიგეს. ასე რომ, დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია.

- და დაგთანხმდნენ ეკითხათ წიგნები? - ბავშვებისთვის ინტერნეტი უფრო ახლობელია.

-  სისტემატიურად ვუკითხავთ სხვადასხვა ლიტერატურას, ვცდილობთ, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ, რათა ტესტირებაზე უკეთესი შედეგი ჰქონდეთ და ვფიქრობ, ვახერხებთ ბავშვების წიგნისკენ შემობრუნებას.



- როგორ ემზადებით შემაჯამებელი ტესტირებისთვის... რა მოლოდინი გაქვთ, ქალბატონო მანო?

- ყველაფერი ინდივიდუალურია და არცთუ მარტივია პროგნოზის გაკეთება, როდესაც პირველკლასელებზე ვსაუბრობთ; მთავარია, ბავშვებმა იციან -  შემაჯამებელ ტესტზე მეტი მოეთხოვებათ და შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ ამ საკითხს.  წინასწარ რაიმეს თქმა მიჭირს. ვნახოთ, როგორ გაართმევენ თავს - რა ტესტი იქნება მომზადებული, ეს ხომ ჯერ არავინ იცის. ამიტომაც ბავშვები მორალურადაც მზად არიან - თუ რაიმე კითხვას სწორად ვერ უპასუხებენ, ეს ტრაგედია არაა და შემდგომში მეტი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე. მე კი, როგორც პედაგოგი, ძალიან კმაყოფილი ვარ  პროექტით და მზად ვარ, izrune.ge-სთან ერთობლივი მუშაობისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203