ნიქოზის საჯარო სკოლაში "ვეფხისტყაოსანის" 850 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
27-09-2016
პროექტ "შემოსაზღვრე საქართველოს" ფარგლებში, ნიქოზის საჯარო სკოლაში "ვეფხისტყაოსანის" 850 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ სიტყვით მიმართა სკოლის მოსწავლეებს და მათთან დისკუსია გამართა.

კულტურული პროცესების განვითარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე კი, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა, მეცნიერმა ესმა მანიამ ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის "თამარის" ჩვენება და ადგილობრივი ახალგარზდა ხელოვანთა ნახატების გამოფენა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში შემაჯამებელ კონცერტი გამართა კომპოზიტორ მიხეილ მდინარაძის ბენდმა.

ნიქოზის საჯარო სკოლას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203