დედოფლისწყაროს N2 სკოლაში მოსწავლეებმა ''ბოლო ზარის'' ღონისძიება ფლეშმობით გახსნეს
13-06-2017

დედოფლისწყაროს N2 სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა ფლეშმობით გახსნეს ღონისძიება:

''სახუმარო ლექსებით მოეფერნენ მასწავლებლებს, ერთმანეთს მიუძღვნეს იუმორისტული ლექსები, იმღერეს, წარმოადგინეს სლაიდშოუ, რომელშიც ასახული იყო მოსწავლეების ერთად გატარებული წლები, სამახსოვრო ფოტოები, კურიოზული სიტუაციები, გამოაცხადეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ბავშვები.''

ღონისძიებას ესწრებოდნენ რესურსცენტრის, კულტურის სახლის და საპატრიაქოს წარმომადგენლები.

მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს სკოლის დირექტორმა ლ.იაკობიშვილ-ჩერქეზიშვილმა, დირექტორის მოადგილე  ნ.პოპიაშვილმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ე. ზურიკაშვილმა. 

ღონისძიება დამთავრდა გამოსამშვიდობებელი სიმღერით და ფეიერვერკით. 

მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203