''ლაითურობა 2016-ის'' ღონისძიებებში ლაითურის სკოლა აქტიურად ჩაერთო
21-11-2016
19 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში დაბის სახელობითი დღესასწაული ''ლაითურობა'' აღინიშნა. 

ღონისძიებები გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია ''ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის'', ლაითურის სკოლის, სკოლის მოსწავლეების, თემის ადგილობრივი თვითმართველობების, ლაითურში შექმნილი ახალგაზრდული ჯგუფის ორგანიზებითა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიება დაემთხვა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, რაც სიმბოლურად უკავშირება იმ ფაქტს, რომ დაბაში ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს მრავალი ეროვნების ადამიანი. 

დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო საქართველოს კუთხეებისა და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაცია. გაცოცხლდა საინტერესო ეპიზოდები ნაწარმოებიდან ''მე, ბებია, ილიკო და ოლარიონი''. მოეწყო შეჯიბრები ფეხბურთში (ადგილობრივ მოთამაშეებსა და გორელ მოზარდებს შორის), მკლავჭიდში, ბაგირის გადატანაში. შესრულდა გურული სიმღერები, დაბის წარმომადგენლებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ნაციონალური ცეკვები. საკუთარი კუთხე წარმოადგინეს საბავშვო ბაღებმა და ჩაის ადგილობრივმა მწარმოებელმა კომპანიამ.

ღონისძიების დასასრულს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა სკოლას საჩუქრები გადასცეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203