N210 სკოლის მოსწავლეებმა N123 სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს
13-06-2017
N210 სკოლაში მწერალ სანდრო ასათიანთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე N123 სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ მოწვეულები, მწერალმა მათ ელექტრონული რესურსის გამოყენებით შექმნილი მოთხრობები წაუკითხა და ამ სახით მოთხრობების შექმნის ტექნოლოგია გააცნო. 

სკოლების მოსწავლეები დაინტერესდნენ როგორ იქმნდებოდა ესა თუ ის ნაწარმოები და ვინ იყვნენ პერსონაჟების პროტოტიპები. ინფორმაციის მიღების შემდეგ მოსწავლეებმა თავად სცადეს პერსონაჟების დახატვა,რაც მათი თქმით საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.

ღონისძიების დასასრულს ბავშვებმა ცაში საჰაერო ბუშტები გაუშვეს.

ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203