სკოლა-ლიცეუმში ''ცოდნა'' ღონისძიება ''მომავალი ექიმების რჩევები'' გაიმართა
13-06-2017
„მომავალი ექიმების რჩევები“- ასე ეწოდება ღონისძიებას, რომელიც სკოლა-ლიცეუმში „ცოდნა“ ჩატარდა.  ღონისძიებაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა სხვადასხვა დაავადების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს და ამ დაავადებების თავიდან აცილების გზებსა და პრევენციის მეთოდებზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს მედიცინის მიღწევებზეც და განმარტეს რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203