''დავჯე, რუსთველმან გავლექსე...'' - ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეთა კონფერენცია
13-06-2017

ქუთაისის N12 სკოლაში პედაგოგ მერი სართანიას ორგანიზებით ''ვეფხისტყაოსნის'' საჯარო კითხვა მოეწყო და გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე ''დავჯე, რუსთველმან გავლექსე...'' 

მე-8 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა შოთა რუსთაველისა და ''ვეფხისტყაოსნის'' შესახებ საინტერესო თემები წარმოადგინეს. გამომსვლელებმა ისაუბრეს პოემის მნიშვნელობაზე ქართველი ერისა და თანამედროვეობის წინაშე, ყურადღება გაამახვილეს პოემაში არსებულ მხატვრულ ხერხებსა და ენობრივ საშუალებებზე.

კონფერენცია მიზნად ისახავდა შოთა რუსთაველის შემოქმედების გააზრებას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203