ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მოსწავლეთა წარმატება ნორჩ ფიზიკოსთა კონფერენციაზე
14-06-2017
9 ივნისს თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალურ ცენტრში ნორჩ ფიზიკოსთა კონფერენცია მოეწყო თემაზე ''თანამედროვე ფიზიკის მიღწევები''.

კონფერენცია ფიზიკის წრის ორგანიზებით (ხელმძღვანელი ნინო გვენეტაძე) გაიმართა და მისი მიზანი იყო ფიზიკის დღევანდელი მიღწევების მოძიება, გაცნობა და მოსწავლეების დაინტერესება ფიზიკის აღმოჩენების გამოყენებით მედიცინაში, ტექნიკასა და სხვა სფეროებში.  

კონფერენციაზე პირველი ხარისხის დიპლომითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ თერჯოლის N2 სკოლის მოსწავლე მარიამ ძოწენიძე თემისათვის ''ფიზიკა მედიცინაში'' და ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მოსწავლე თინიკო ცირეკიძე თემისათვის ''ფიზიკის როლი გემთმშენებლობასა და ავიაციაში''. 

მეორე ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა სიქთარვის სკოლის მოსწავლე ქეთევან ბუბაშვილი თემისათვის ''ფიზიკის როლი მედიცინაში''. ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მოსწავლე მარი ჭუმბურიძე მესამე ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა თემისათვის ''ფიზიკის როლი რადიოტექნიკაში''.      

ქვედა სიმონეთის მოსწავლე თამრიკო ცირეკიძეს კი წარმატებული მონაწილეობისათვის სიგელი გადაეცა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203