„ბავშვები მოუთმენლად ელიან, როდის დაამშვენებს მათი ფოტოები Etaloni.ge-ს ქრონიკას“
25-12-2019

შვილებისადმი დაბრუნებული ნდობა და რეგიონში არსებული სკოლების პოპულარიზაცია - ამ ძირითადი მახასიათებლებით განსაზღვრავენ „ეტალონთან“ თანამშრომლობას საჯარო სკოლების დირექტორები, რომლებთანაც ჩვენი მეგობრობა არაერთ წელს ითვლის და ეს ურთიერთობა დრომაც გამოსცადა. რატომ მიიჩნევენ Etaloni.ge- ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად და როგორ დაუბრუნა მშობლის კეთილგანწყობა ბავშვს, ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტების კომენტარებიდან შეიტყობთ.

გიორგი პაპიძე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად „ეტალონი“ ძალიან კარგი მიგნებაა, განსაკუთრებით, იმ სკოლებისთვის, რომლებიც რეგიონში მდებარეობს. პირადად, ჩემთვის, ძალინ სასიამოვნოა „ეტალონთან“ თანამშრომლობა, რადგან ესაა კიდევ ერთი კომპონენტი  მოსწავლისა თუ მასწავლებლის მოტივაციის ამაღლებისთვის. Etaloni.ge ხელს უწყობს სასკოლო კულტურის განვითარებას; ასევე მშობლისა და მოსწავლის აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

ვენერა ივანიშვილი - სამტრედიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“ 3 წელია ვმეგობრობთ და ამ ურთიერთთანამშრომლობით ძალიან კმაყოფილები ვართ. Etaloni.ge-ს საშუალებით ზუსტად ვიცი, რა ხდება სხვა სკოლებში ისევე, როგორც მათ იციან ჩვენთან განხორციელებული აქტივობების შესახებ. საქმის კურსში ვართ, რა სიახლეებია განათლების სისტემაში და ასეთ დროს, ადვილია, განსაზღვრო საკუთარი სტრატეგია.

Etaloni.ge   ჩვენს პოპულარობას უწყობს ხელს და მოხარულები ვართ, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა რომ არსებობს.

დარიკო ხვედელიძე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

თამამად ვიტყვი, რომ Etaloni.ge-ს ძალისხმევით, მოსწავლეებიცა და პედაგოგებიც ენთუზიაზმით არიან განწყობილნი და მეტად აქტიურობენ. განსაკუთრებით ეს ეხება საბაზო საფეხურის მოსწავლეებს.მშობლებს, საგნის მასწავლებლებს „ეტალონმა“ სტიმული მისცა და შეუძლებელია, არ აღვნიშნო კიდევ ერთი ფაქტორი - ხშირად მშობელს არ სჯერა შვილის შესაძლებლობის, Izrune.ge-მ კი საშუალება მისცა, ბავშვის შესაძლებლობებში დარწმუნებულიყო, საკუთარი თვალით ენახა, როგორ ავსებს მისი შვილი ტესტებს და თანამონაწილე ყოფილიყო ამ წარმატების... „ეტალონმა“ მშობელს შვილისადმი ნდობა დაუბრუნა.

გარდა ამისა, როდესაც მოსწავლეებმა იციან, რომ მათი ნებისმიერი წარმატება აუცილებლად გამოქვეყნდება Etaloni.ge-ზე და ეს მათ უპირატესობას გაუსვამს ხაზს, სიხარულით ერთვებიან სასკოლო აქტივობებში, ცდილობენ, სხვებზე უკეთესები იყვნენ.

მარინა ბრეგვაძე - ცაგერის მუნიციპალიტეტის  სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“ სამ წელზე მეტია ვთანამშრომლობთ და შემიძლია გითხრათ, რომ ესაა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ბავშვები აქტიურად ავსებენ Izrune.ge-ს ტესტებს, ჩართულები ვართ ინტელექტ-ჩემპიონატშიც და მარტივად რომ ვთქვათ, სიხარულით ვთანხმდებით „ეტალონის“ ნებისმიერ შემოთავაზებას. აღარაფერს ვამბობ Etaloni.ge-ზე, რომელიც სწრაფად და ობიექტურად აშუქებს სკოლების სიახლეებს... ვიცით, უამრავი სკოლაა ჩართული და დამატებითი მოტივაციაა ჩვენთვის, როდესაც ვიცით, რომ ჩვენ შესახებ მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოება კი არა, მთელი საქართველო შეიტყობს.

ბავშვებსაც მოსწონთ, როდესაც მათ შესახებ ქვეყნდება ინფორმაციები და მარტივად გეტყვით - „ეტალონი“ ნათელი წერტილია რეგიონის ცხოვრებისთვის.

კობა კვიკვინია - ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“თანამშრომლობას მხოლოდ დადებითად დავახასიათებდი რადგან პროექტში უამრავი სკოლაა ჩართული და თითოეულ ჩვენგანს აქვს საშუალება, კოლეგების გამოცდილებაც გაიზიაროს, წარმატებაც მიულოცოს და მეგობრული რჩევებიც მოისმინოს. სკოლებისა და ზოგადად განათლების სფეროს შესახებ ინფორმაციის საჯაროობა კი უმნიშვნელოვანესია სკოლის ცნობადობის ასამაღლებლად. განსაკუთრებით აუცილებელია მსგავსი პოპულარობა რეგიონების სკოლებისთვის, რადგან ჩვენ არ ვართ ცნობადები და ჩვენ მოსწავლეებს ეს ერთგვარი პიარი მეტ მოტივაციას უჩენს. ჩვენთვის Etaloni.ge-სთან თანამშრომლობა აუცილებელიცაა და კომფორტულიც.

ცირა კახაძე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის პედაგოგი:

„ეტალონთან“ მესამე წელია ვთანამშრომლობთ და ეს ურთიერთობა ზოგადად სკოლისთვის მნიშვნელოვანია. მუდმივად ვართ საქმის კურსში რა ხდება სხვა სკოლებში, რა სიახლეებს გვთავაზობს განათლების სამინისტრო... მარტივად რომ ვთქვათ, ინფორმირებულები ვართ და ჩვენც მთლიანად ვენდობით „ეტალონს“, Etaloni.ge-ს დამსახურებით კი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები Izrune.ge-ს ტესტირებაში, ასეთი აქტივობა მათთვისაც ძალიან საინტერესოა და ცდილობენ არც საკუთარი და არც სხვა სკოლების შესახებ ინფორმაციები არ გამორჩეთ.

მანანა კაპანაძე - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის წარმომადგენელი:

„ეტალონის“ პროექტში ჩართულობა ძალიან კარგია ბავშვების თვითგანვითარებისთვის, პატარები ხალისით ავსებენ Izrune.ge-ს ტესტებს - ესაა კლასგარეშე სამუშაო, რომელიც ამაღლებს მათ ინტელექტს,  სხვადასხვა სფეროდან იღებენ ინფორმაციას და ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას. ბავშვებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ თუ ასეთ პროექტებში სურთ მონაწილეობა, ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე; ხოლო როცა შედეგს ხედავენ, თავდაჯერებულები ხდებიან. თანატოლების საქმიანობასაც ეცნობიან და ძალიან კარგია, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია სკოლის აქტივობების შესახებ, ბავშვების ჩართულობაც მაღალია - ტარდება ღონისძიებები,  ინტეგრირებული აქტივობები, განვიხილავთ წიგნებს, ვატარებთ სპორტულ ღონისძიებებს და ძალინ კარგია, როდესაც ასეთი ინფორმაციები ქვეყნდება Etaloni.ge-ზე.

ზეინაბ ბოკუჩავა - სენაკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

„ეტალონთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და მხოლოდ გვახარებს, როდესაც სკოლის შესახებ ინფორმაციები თავსდება Etaloni.ge-ზე. არაფერს ვამბობ Izrune.ge-ს ტესტებზე, რომლესაც ჩვენი მოსწავლეები ინტერესით ავსებენ და ძალიან უხარიათ, როდესაც მათი წარმატების შესახებ ყველას ატყობინებენ სწორედ Etaloni.ge-ს საშუალებით. ახლაც, როდესაც საახალწლო ზეიმი ჩავატარეთ, ბავშვები მოუთმენლად ელიან, როდის დაამშვენებს მათი ფოტოები Etaloni.ge-ს ქრონიკას.

მელორ ახვლედიანი - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის მისაღებიცაა და სასურველიც. თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა სკოლამ, Etaloni.ge-მ უსწრაფესად გააშუქა. ორ წელზე მეტია ვმეგობრობთ და როდესაც ვიცით, ეს ინფორმაციები მხოლოდ ვიწრო წრის კი არა,  ფართე საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი, მოსწავლეებიცა და პედაგოგებიც მეტად დაინტერესებულები არიან. მართალია, ბავშვებს კითხვა დიდად არ უყვართ, თუმცა საიტის სიახლეებს ინტერესით ეცნობიან და თავადაც იზიარებენ თანატოლების გამოცდილებას. სიხარულით მონაწილეობენ ოლიმპიადებში, აქტიურობენ და სურთ, სხვებისთვის სამაგლითოები იყვნენ.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203