2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში საჯარო სკოლებიდან 651 აკრძალული ნივთი ამოიღეს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის 16 სექტემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ამოღებულ აკრძალულ ნივთებს შორის 40 ბასრი საგანი, 1 პნევმატური იარაღი და 2 ელექტროშოკი აღმოჩნდა.
სკოლებში ამოღებული აკრძალული ნივთები ან ის ნივთები, რომლებიც შესაძლოა იყოს საფრთხის შემცველი, რაოდენობების მიხედვით ასეთია:
ბლაგვი საგანი (ნივთი) – 31;
თამბაქოს ნაწარმი/სანთებელა/ასანთი - 457;
ბანქო ან სხვა აზარტული სათამაშო საშუალება - 82;
საახალწლო ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება - 29;
ელექტროშოკი - 2;
პნევმატური იარაღი - 1;
ბასრი საგანი (ნივთი) - 40;
სხვა აკრძალული ნივთები - 9.
ცნობისთვის, მანდატურის სამსახური საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლების 80%-შია წარმოდგენილი.