დაწყებითი გამოცდის შედეგებზე უკმაყოფილება ყველაზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა - რომელ საგანზე შევიდა მხოლოდ 2 საჩივარი?
24-12-2019

ნომებერში ორგანიზებული მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის შედეგები ყველაზე მეტმა აპლიკანტმა პროფესიულ უნარებში გაასაჩივრა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პროფესიული უნარების შედგებზე სააპეალციო განაცხადი 920-მა აპლიკანტმა შეიტანა. მეორე ადგილს კი დაწყებითი (I-IV) საგანი იკავებს, სადაც 741 სააპელაციო საჩივარი შევიდა. 

გთავაზობთ, სააპელაციო განაცხადების ოდენობას საგანების მიხედვით:

პროფესიული უნარები - 920 ; 

დაწყებითი (I-IV) - 741 ;

ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) – 188;

ინგლისური ენა (I- XII) – 171;

მათემატიკა (I-VI) – 130;

ბუნებისმეტყველება (I-VI) – 110;

ქართული ენა და ლიტ.(VII-XII) – 83;

სამოქალაქო განათლება (VII-XII) – 79;

ისტორია (VII-XII) – 75;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 64;

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - 55;

გეოგრაფია (VII-XII) – 48;

ფიზიკა (VII-XII) – 46;

მათემატიკა (VII-XII) – 43;

მუსიკა - 38.;

სპორტი - 37;

ბიოლოგია (VII-XII) – 31;

ქართული, როგორც მეორე ენა - 27;

რუსული ენა (I- XII)- 27;

ქიმია (VII-XII) – 24;

ფრანგული ენა (I- XII) – 4;

გერმანული ენა (I- XII) – 2.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის შემოდგომაზე ჩატარებული მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დარეგისტრირებული 26 215 აპლიკანტიდან გამოცდაზე 22 364 მათგანი გავიდა. ხოლო სააპელაციო განაცხადი სულ 2 810-მა აპლიკანტმა შეიტანა, საიდანაც ქულა 1300-ზე მეტს შეეცვალა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203