ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში კონკურსის ''ნახატები ბიბლიურ თემებზე'' II ტური გაიმართა
14-06-2017
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა კონკურსის ''ნახატები ბიბლიურ თემებზე'' II ტური -''ხატვის დღე'', სადაც 100-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. 

კონკურსანტებს წმინდა წერილიდან წაუკითხეს ამონარიდი, რომლის მიხედვითაც მონაწილეებმა ერთი ნახატი შეასრულეს.

ღონისძიებაში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის დაქვემდებარებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ''ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის'' ორგანიზებით აქტიურად ჩაერთნენ წალენჯიხის სკოლის მოსწავლეები. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის N2 სკოლის VIII კლასის მოსწავლე ნინო შელია;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 სკოლის IX კლასის მოსწავლეები თემურ მიქავა და ინგა სამელია;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 სკოლის V კლასის მოსწავლეები გიორგი კვარაცხელია, მარიამ კვარაცხელია, მარიამ კვარაცხელია;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის, კალისტრატე სალიას სახელობის სკოლის VIII კლასის მოსწავლეები მეგი ზარქუა, ქეთი მიქავა და ნინო კვარაცხელია;

III ეტაპზე გადასასვლელად მონაწილეებს დაევალათ შვიდი ნახატის შესრულება ძველი და ახალი აღთქმიდან. ნახატების წარმოდგენის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსი ''ნახატები ბიბლიურ თემებზე'' მეშვიდე წელია ტარდება. კონკურსი იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. კონკურსში საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203