ლანჩხუთის N3 სკოლას კონკურსში ''ჩვენ და უცხოური ენები'' 12 გამარჯვებული მოსწავლე ჰყავს
14-06-2017
ლანჩხუთის N3 სკოლაში 10-12 ივნისს გაიმართა კონკურსი ''ჩვენ და უცხოური ენები'', რომელიც 17 წელია ტარდება ლანჩხუთის N3 სკოლის, საქართველოს მილსადენის კომპანია ''bp''-სა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. 

კონკურსში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები. ფინალში გადასულ მონაწილეებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. მოსწავლეებთან ერთად დაჯილდოვდნენ პირველ ადგილზე გასული მოსწავლეების პედაგოგებიც. კომისიის თავმჯდომარე სანდიეგოს უნივერსიტეტის პროფესორი ელენე ბერეკაშვილი იყო.

კონკურსში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ლანჩხუთის N3 სკოლამ, რომელსაც 12 გამარჯვებული მოსწავლე ჰყავს.

I ადგილზე ლანჩხუთის N3 სკოლის ოთხი მოსწავლე გავიდა: ელენე მაზმიშვილი (ინგლისური ენა, პედაგოგი მაია მშვიდობაძე), მარიამ კვასხვაძე (რუსული ენა, პედაგოგი ნატო ჩხაიძე), მარიამ წილოსანი (რუსული ენა, პედაგოგი ნინო მექვაბიშვილი) და თეკლა კინწურაშვილი (რუსული ენა, პედაგოგი ნინო მექვაბიშვილი), II ადგილის მფლობელი ხუთი მოსწავლე გახდა: მარიამ მარშანიშვილი (ინგლისური ენა, პედაგოგი მაია მშვიდობაძე), ლიზი კვიტაიშვილი (ინგლისური ენა, პედაგოგი მაია მშვიდობაძე), ნიკა გუგუციძე (ინგლისური ენა, პედაგოგი ნარგიზ თევზაძე), რებეკა ციბენკო (რუსული ენა, პედაგოგი ირმა კვაჭანტირაძე), მარიამ ბურძგლა (რუსული ენა, პედაგოგი ნინო მექვაბიშვილი), ხოლო III ადგილზე სამი მოსწავლე გავიდა: ანი ჩხაიძე (ინგლისური ენა, პედაგოგი ნარგიზ თვეზაძე), მარიამ მაგამედოვა (რუსული ენა, პედაგოგი ნატო ჩხაიძე), მარიამ სანიკიძე (რუსული ენა პედაგოგი ნინო მექვაბიშვილი).

''კონკურსში ჩვენი სკოლის 12-მა მოსწავლემ გაიმარჯვა. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წარმატებაა ჩვენი სკოლისთვის. ყველა მოსწავლეს ვულოცავ გამარჯვებას, ვუსურვებ, რომ ყოველთვის ასე ესახელებინოთ სკოლა,'' - აღნიშნა ლანჩხუთის N3 სკოლის დირექტორმა მაია ჯიმშელეიშვილმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203