ჯგალის სკოლის გუნდებმა მხიარულ შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა
14-06-2017
6 ივნისს ჯგალის სკოლის გუნდები ერთმანეთს მხიარულ თამაშებში შეეჯიბრნენ. 

შეჯიბრი სკოლის პირველ და მეორე კორპუსებს შორის გაიმართა. პირველი კორპუსის გუნდის სახელწოდება  „შევარდენი“, მეორე კორპუსის გუნდის სახელწოდება კი „არწივი“ იყო. 
 
შეჯიბრება „არწივსა“ და „შევარდენს „ შორის მხიარულად მიმდინარეობდა. გუნდები ერთმანეთს რბოლაში,აზიდვებში, ბუქნებში, ბურთის გაბერვასა და სხვა თამაშებში შეეჯიბრნენ. 

საბოლოოდ პირველი ადგილი და გამარჯვება მეორე კორპუსის მოსწავლეებმა მოიპოვეს. მონაწილეებს სიგელები და საჩუქრები გადაეცა.  

სახალისო ღონისძიების ორგანიზატორი მეორე კორპუსის მუსიკის პედაგოგი ზოია ფიფია იყო.


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203