საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დედაქალაქში გაიმართება
28-12-2019

13 იანვრის ჩათვლით თბილისის მერია მოსახლეობას პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე ეპატიჟება. 

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა საახალწლო ქალაქი, სადაც სტუმრებს თოვლის ბაბუა უმასპინძლებს; დაიდგმება სხვადასხვა შოუ, წარმოდგენა. გაიმართება საშობაო ბაზარი, რომელიც გააერთიანებს ორ პროექტს - „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“. ყოველ საღამოს კი ქართული ესტრადის მომღერლების, მუსიკალური ბენდების კონცერტები და დიჯეების წარმოდგენები გაიმართება.

რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, აქ განათებული ათონელის ქუჩა, ჩიჩილაკების ტყე და მანათობელ პლანეტა, თოვლის ბაბუის სახლი და ყინულის მოედანი დახვდებათ. აქაც, მთელი დღის განმავლობაში, პატარებისთვის საბავშვო გასართობი პროგრამები მოეწყობა. ასევე, იქნება საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინის და სამეწარეო ბაზარი. გაიმართება სახალხო კარაოკე და დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი წლის დადგომამდე სხვადსხვა სახის ღონისძიებები და მუსიკალური შოუები იქნება. 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტები 13 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 31 დეკემბრის და 7 იანვარს 23:00 საათიდან, 75 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.

ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203